Sunday, March 14, 2010

პროექტი

1. პროექტის სახელი : '' დიდი ხანია გულს ირაკლისა
გარდუწყვეტია ბედი ქართლისა."
2.პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინადადებით:
მოსწავლეები ეცნობიან XVIII ის ბოლოსა და XIX-ს–ის დასაწყისის საქართველოს პოლიტიკურ–კულტურულ მდგომარეობას; ეცნობიან იმდროინდელი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეთა ნაშრომებს, სწავლობენ ნ. ბარათაშვილის პოემას "ბედი ქართლისა"; აწყობენ სიმულაციურ პოლიტიკურ დებატებს და გაკვეთილს
ღია ცის ქვეშ.
3. პროექტის სრული აღწერა : თავდაპირველად მოსწავლეები ეცნობიან XVIII
ს–ის ბოლოსა და XIXს–ის დასაწყისის საქართველოს პოლიტიკურ და კულტურულ
მდგომარეობას, სწავლობენ იმ პერიოდის უდიდესი პოეტის, ნ. ბარათაშვილის
პოემას "ბედი ქართლისა". პოემის შესწავლის შემდეგ მოსწავლეები მასწავლებლის
მითითებით იყოფიან ჯგუფებად. თითოეულ ჯგუფს ეძლევა დავალება, მოიძიოს განსხვავებული მასალები თემის ირგვლივ (ერეკლე II–ს ცხოვრება; სოლომონ ლიონიძის ბიოგრაფია; ცნობები გეორგიევსკის ტრაქტატისა და კრწანისის ომის შესახებ; XIX ს–ის ქართული საზოგადოების აზრი რუსეთ–საქართველოს ურთიერთობებსა და ცარიზმის პოლიტიკაზე და ა.შ.) თითოეული ჯგუფი წარმოადგენს შესრულებულ დავალებას პრეზენტაციის სახით (MS Power Point).
პრეზენტაციების წარდგენამდე, მოსამზადებელ ეტაპზე მოსწავლეებს უტარდებათ გაკვეთილი ღია ცის ქვეშ, კრწანისის ველზე,სადაც უკეთ ეცნობიან ამ ომის დეტალებს, ათვალიერებენ კრწანისის გმირთა და ბრძოლაში დაცემული თეატრალური დასის მემორიალებს, სეიდაბადის კედელს; იგებენ ახალ ინფორმაციას ამ კედლის სახელის წარმოშობასთან დაკავშირებით. პრეზენტაციების წარდგენის შემდეგ იმართება სიმულაციური პოლიტიკური დებატები თემაზე: ''ერეკლე მეფის პოლიტიკური ნაბიჯი –შეცდომა თუ ბრძნული
გადაწყვეტილება". ამ შემთხვევაში წამყვანიც და დებატებში მონაწილეებიც მოსწავლეები არიან. ისინი წარმოადგენენ ვითომდა მე–19 ს–ის დასაწყისის ქართულ საზოგადოებას. მათი ერთი ნაწილი იცავს ერეკლე მეფის პოზიციას, მეორე – ეწინააღმდეგება მას. პროექტის დასასრულს მოსწავლეები ქმნიან ბლოგს, სადაც განათავსებენ ყველა ინფორმაციას მათ მიერ განხორციელებული სამუშაოების შესახებ.
4. მონაწილეთა ასაკი : 15 – 16 წელი.
5 ვადები / ხანგრძლივობა : ორი თვე .
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში : შეიქმნება საპროექტო ჯგუფი;
განაწილდება ფუნქციები, ვინ იქნება კონკრეტულ საქმიანობასა და შედეგზე
პასუხისმგებელი,ვინ რა ღონისძიებას მოამზადებს; ვინ იქნება პროექტის პრეზენტატორი; ვინ შეაფასებს მონაწილეთა საქმიანობას.
7. მოსალოდნელი შდეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება, შეიქმნას: მოსწავლეები
საფუძვლიანად ეცნობიან XVIII-XIX საუკუნეების საქართველოს პოლიტიკურ,
სოციალურ და კულტურულ მდგომარეობას, ისმენენ და წარმოადგენენ აუდი–
ტორიის წინაშე სხვადასხვა თვალსაზრისს სადავო ან პრობლემურ საკითხზე,
უვითარდებათ მეტყველება, მსჯელობის უნარი, იყენებენ დისკუსიისა და კამა–
თის მომზადების სტრატეგიებს და გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას
ამა თუ იმ საკითხზე.
8. სარგებელი სხვებისთვის : შესაძლებლობა ეძლევათ, უკეთ გაერკვნენ XVIII-
XIX საუკუნეების საქართველოს პოლიტიკურ მდგომარეობაში და იმდროინ–
დელი საზოგადოების აზრი ერეკლე მეფის გადაწყვეტილებაზე და დღევანდე–
ლი მდგომარეობა.
9. სამუშაო ენა : ქართული
10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან : არ გვყავს.
11.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართ.VI.1 მოსწავლე გეგმავს და ახორციელებს ჯგუფურ და ინდივიდუალურ საკომუნიკაციო ამოცანებს.ქართ.VI.2 მოსწავლე ეფექტურად იყენებს დისკუსიაში მონაწილეობის ჯგუფურ და ინდივიდუალურ სტრატეგიებს.ქართ.VII.4 მოსწავლე მონაწილეობს საკლასო და სასკოლო დისკუსიებში;ქართ.VII.11. მოსწავლე ქმნის წერილობით ტექსტებს სხვადასხვა მიზნით.ქართ.VII.12. მოსწავლე ირჩევს წერილობითი ტექსტების ფორმასა და სტილს, მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.ქართ.IX. მოსწავლე ისმენს და წარმოადგენს აუდიტორიის წინაშე სხვადასხვა თვალსაზრისებს სადავო ან პრობლემურ საკითხზე.ქართ.X.8. მოსწავლე კითხულობს სხვადასხვა ჟანრის მხატვრულ ნაწარმოებებს, პუბლიცისტურ თხზულებებს და გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას.ქართ.X.11. მოსწავლე წერს თხზულებას სხვადასხვა მიზნით და სხვადასხვა აუდიტორიისათვის.ქართ.X.14.მოსწავლე წერს გამოხმაურებას წაკითხულ წიგნზე ან მხატვრულ ნაწარმოებზე.ქართ.XI.1.მოსწავლე წარმოადგენს საჯარო მოხსენებას კონკრეტული მიზნით კონკრეტული აუდიტორიის წინაშე.ქართ.XI.10. მოსწავლე წერს სხვადასხვა სახის ესეს.
12.პროექტის ავტორი : ხათუნა გალდავა
13. ავტორის ელ.ფოსტა xatunagaldava@gmail.com
14.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: xatunagaldava.blogspot.com